ჰარუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, კაჩიშოკის გაფორმება გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეათე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინი მესამეჯერ დამარცხდა.

ქართველი ფალავნის მეტოქე იაპონელი ოძეკი გოეიდო იყო, რომელიც ოსაკიდანაა, სადაც ჰარუ ბაშო იმართება. იაპონელს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ამას გავლენა არ ჰქონია ქართველი სეკიტორის მარცხზე.

გოეიდომ თავიდანვე დააკარგვინა ტოჩინოშინს წონასწორობა და შემდეგ მარტივად შეძლო ოკურიდაშის ილეთით დოჰიოს მიღმა ქართველის გადაყვანა. არადა, ლევან გორგაძეს დღეს რომ მოეგო, კაჩიშოკის (დადებით ბალანსს) ოფიციალურად გაიფორმებდა და მის ტიტულს ხუთი ტურით ადრე შეინარჩუნებდა.

ამარცხდა, კაჩიშოკის გაფორმება გადაიდო [VIDEO]" />
20.03.18. გოეიდო - ტოჩინოშინი

ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 7 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ამჯერად ლიგის მესამე ნომერ აზამარიუსთან იორიკირით დამარცხდა. ჯამში თეიმურაზ ჯუღელს 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინს შემდეგი ბრძოლაც საკმაოდ რთული ელის. ამჯერადაც მისი მეტოქე ოძეკი იქნება. ტაკაიასუ, რომელთანაც ქართველს 7:8-ზე აქვს ბალანსი, ამ ბაშოზე წარმატებულად ასპარეზობს და 8 მოგება აქვს.

არანაკლებ რთული დაპირისპირება ელის გაგამარუს. მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი ტაკაკაძე იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაგამარუს ამ სუმოისტთან დადებითი ბალანსი 13:6-ზე აქვს.

ჰარუ ბაშოს დასრულებამდე 5 დღე რჩება და შესაბამისად, ქართველებს წინ კიდევ 5 ბრძოლა ელით.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჩიშოკი არა კომა კიდევ! კაჩიკოში!!! :))
Lasha Shev
08:52 21-03-2018
0
ეს ბრძოლისთვის თავის არიდებას უფრო ჰგავს, რისთვისაც წაგება უნდა ეთვლებოდეს. მჯერა, რომ ლევანი ტიტულს შეინარჩუნებს.
ლიახვისპირელი
22:51 20-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული