ჰარუ ბაშო. XI დღე: აქილევსის ქუსლი - ტოჩინოშინის დაძაბული ბრძოლა ტაკაიასუსთან [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 21 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინი ოშიდაშით დამარცხდა.

ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იყო, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა. მეტოქე ქართველ ფალავანს თავიდანვე მიეძალა და მიწოლისას ფეხი დოჰიოს გარეთ დაადგმევინა, უფრო კონკრეტულად კი, ტოჩინოშინის ქუსლი დოჰიოს გარეთ აღმოჩნდა, რის გამოც მას წაგება ჩაეთვალა.


ტოჩინოშინმა ჯამში თერთმეტი ბრძოლა ჩაატარა და ამათგან: 7 მოიგო და 4-ში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ქართველი სეკიტორი გამაყუჩებლით ასპარეზობს და მისი მთავარი მიზანი ამ ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევა
არის.

ლევან გორგაძეს ტურნირზე დადებითი ბალანსისთვის ჯერ არ მიუღწევია. ის 7 მოგებით 3 სუმოისტთან ერთად მე-4 ადგილს იყოფს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მეტოქედ ჯურიო ლიგის პირველი ნომერი ტაკაკაძე შეხვდა, რომელსაც ცუკიდაშის ილეთით მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი 7:4-ზე გახდა.

ჰარუ ბაშოზე სულ დარჩენილია ოთხი საშეჯიბრო დღე.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩენილი ოთხი ბრძოლიდან იმ ერთსაც მოიგებს როგორმე და მაინც შეინარჩუნებს ტიტულს ჩვენი ფალავანი.
წარმატებები!
14:26 21-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული