ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოსთვის ემზადება - სპარინგი ტაკაიასუსთან [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონური სუმოს სამყარო აქტიურად ემზადება მაისის ბაშოსთვის. მათ შორის, ქართველი ფალავნებიც განაგრძობენ მზადებას.

მომზადების წინა პერიოდს სუმოისტები სხვადასხვა რეგიონში დადიან და საგამოფენო ბრძოლებს ატარებენ. ბოლოს ტოჩინოშინმა ტაკაიასუსთან, ნიშიკიგისთან, რიუდენთან და ჩიონოკუნთან ისპარინგა.

Sportall.Ge

გთავაზობთ ტოჩინოშინისა და ტაკაიასუს დაპირისპირებას:


როგორც იაპონური წყაროები წერენ, ტოჩინოშინს ტრავმა კვლავ აწუხებს, თუმცა ჰარუ ბაშოს შემდეგ უკეთესობა იგრძნობა.

ნაცუ ბაშო ტოკიოში 13 მაისს დაიწყება. ქართველი ამ ბაშოზე ოძეკობისთვის იბრძოლებს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული