ნაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს მიტაკეუმის დასამარცხებლად დაფიქრებაც არ დასჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 მაისს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველმა სეკიტორმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა ის რამდენიმე წამში იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 გამარჯვება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს, მათ შორის არიან იოკუძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე იჩინოჯო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი. დღევანდელ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკარიუმ, რომელმაც ტოჩინოშინის მიერ დამარცხებულ შოჰოზანთან ვერაფერი გააწყო.

რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო
ლიგის მეოთხე ნომერი კოტოეკო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა და ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა ამ ტურნირზე.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 8:7-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი კაცი ხარ ლევან, სტარტი გადასარევი გვაქვს და მჯერა ასევე გააგრძელებ ძმაო.
B-52
13:08 16-05-2018
1
ბაშოს დასაწყისში, ერთ–ერი ინგლისურენოვანი კომენტატორის აზრი მოვისმინე. მან თქვა, რომ ამ ტურნირის მოგების სამი კანდიდატი არსებობსო: ტოჩინოშინი და ორივე იოკოძუნა. მე ვეთანხმები. შენ? :–)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული