12:42 17-05-2018
ნაცუ ბაშო. V დღე: ხუთიდან ხუთი - ტოჩინოშინმა ბრაზილიელსაც სძლია [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა, ბრაზილიელი კაისეი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 8:7-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე აქცენტი მავაშში ხელის ჩავლებაზე გააკეთა და დიდი მონდომების შემდეგ შეძლო კიდეც, ბოლოს კი ბრაზილიელი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინს ხუთი შეხვედრის ჯამში ხუთი გამარჯვება აქვს და ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს. მათ შორის არიან დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი.
რანგით მეორე ლიგაში, მეხუთე დღეს გაგამარუმ პირველად შეძლო გამარჯვება ჯურიო ლიგის მეხუთე ნომერ კოტიუკოსთან, რომელიც ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს ჯამში 4 მარცხი და 1 გამარჯვება აქვს.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იოტაკაიამა იქნება, რომელსაც არასდროს შეხვედრია. იოტაკაიამას ამ ბაშოზე ჯერ შეხვედრა არ მოუგია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გაიხარე ლევან რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ასეთი დიდი გამარჯვებით მოულოცე სრულიად საქართველოს
2
4
ლევანი ჩვენი ეკლესიის ერთგული შვილი და ნამდვილი ვაჟკაცია,ასე რომ ტყუილად აცუნდრუკდი.
2
1
წყეულიც იყავ
0
2
მიდი მიდი მარდად მიდი ... გამარჯვებას გისურვებთ.
7
0
გაიხარე ლევან, რომ ამაღლება ქართველებს მე-5 გამარჯვებით მოგვილოცე და გაგვახარე. ამ ტურნირის მოგებასაც გისურვებ ლევან, რომ საბოლოოდ დაახსომო თავი იაპონიასაც და მსოფლიოსაც. შეგეწიოს ამაღლების მადლი და ძალი.
27
0
რა გაუგებარი კომენტარებია,ბოდვას უფრო ჰგავს.
7
0
40წელი არიან სპორტში მაგრამ მაინც სუსტ მეტოქეს ხანდახან არ თვლიან აღმართულ კედლად და ეს უფრო მეტჯერ ცუდად მთავრდება იმედია ტოჩი მის ბალანს 0-5ზე რომ აქვს არ დაინტერესდება და მასზე ძლიერს ისე შეებრძოლება რახან არ ვარ სპეციალისტი ერთადერთი რაც მომეწონა ბევრ ოფლს არ ღვრის რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს რო იმხელა მასების ხელში აყვანა გაყვანაას ძალა არ უნდა ერთს მიაწვება და ეგაა :D
5
3
ნეტავ არ ჭყანავდე მაგ გამორუსებულ ტვინს გამოპიტინოიდებულის სინონიმო შენა.
4
4
აქც წაუცანცარია უკვე
2
10
შენ ვისზე გაქვს ეჭვი?
0
0
ყოჩაღ ტოჩი, ძაან მომწონს შენი შემართება ეგრე გააგრძელე შენი გამჩერებელი ვერცერთი იოკოძუნა არაა
13
2
გაიხარე, ისევ შენ გვახარებ ქართველებს გამარჯვებებით.
12
0
გენაცვალე, მგელი ხარ მგელი :)
16
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული