ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მაისს ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ორივე ქართველმა სეკიტორმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.

წარმატებული დღე
გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემო მეგობარო,იაპონელებს ტურისტები და რამდენიმე დღით საქმეზე ჩასული ხალხი უყვართ და პატივს სცემენ,მაგრამ თუ იქ ცხოვრება დააპირე, მერე ყველაფერი იცვლება.ასეა ეს და რა ვქნა.მეც უდიდეს პატივს ვცემ იაპონიას და იაპონელებს და ბევრი რამ ვიცი მათზე.მარტო იაპონიაში ჩასვლა არ ნიშნავს ამ უდიდესი ერის დადებითი და უარყოფითი თვისებების ცოდნას.
სტატუს ქუო
17:24 18-05-2018
0
მოკლედ საქმე ისე მიდის უკეთესი რო სრ შეიძლება... ფორა უკვე აქვს ტოჩის და ახლა როგორ გამოიყენებს მასზეა დამოკიდებული...მთავარია იოკოძუნებთან შეხვედრამდე უდანაკარგოდ ან მინ. დანაკარგით მივიდეს...მანამდე თუ კიდე წაიფორხილეს ჰაკუჰომ და კაკურამ ხო მთლად გადასარევი...
მოკლედ როგორც ამას წინ დავწერე აქვს ტოჩის შანსი მეორედ გადაწეროს ისტორია და ლეგენდა გახდეს ევროპიდან, თუ მეორედ დადო თასი და ოძეკიც გახდა
მიროსან
16:09 18-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული