ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მაისს ნაცუ ბაშოს ტურნირის მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა. ტოჩინოშინმა კაჩი-კოშიც გაიფორმა და იმპერატორის თასისკენ მომდევნო ნაბიჯიც გადადგა.

ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გიგანტი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელთანაც ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ბრძოლის დასაწყისშივე ორივე სუმოისტმა შეძლო რომ ერთმანეთისთვის მავაშში ხელი ჩაევლოთ, შემდეგ იჩინოჯიმ რამდენჯერმე სცადა თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენება თუმცა წარუმატებლად, რაღაც პერიოდი ვერცერთი სეკიტორი ვერ ახერხებდა ბრძოლაში რაიმე სიახლის შეტანას, თუმცა ბოლოს ლევან გორგაძე გააქტიურდა და იჩინოჯი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რვა ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს, იოკუძუნები 
ჰაკუჰო და კაკარიუ კი ერთი მოგებით ჩამორჩებიან და მისი მდევრები არიან.

რანგით მეორე ლიგაში უვატენაგეს ილეთით აზუმარიუსთან ქართველი გაგამარუ დამარცხდა. 
გაგამარუს ამ ბაშოზე უკვე 6 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს 
დადებითი ბალანსი 3:1-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
თითქოს სხვა ელფერი შესძინაო ამ სპორტს ტოჩინოშინმა, უაღრესად ლამაზ სანახაოობად გადააქცია, თითქოს ახვა სიმაღლეზე აიყვანა სუმო!!! მგონი ლეგენდა ხდება ჩვენი საამაყო კაცი. კ ა ც ი!!!..
ბადრი
17:20 20-05-2018
0
გენაცვალეეეე!!!!!! რა ძალის პატრონი ხარ.მე ამტკივდა წელი ყურებით და რა სიმძიმეს უძლებს,როგორ მინდა მანდ ვიყო და ჩაგეხურტო ჩვენო გმირო გოლიათო!!!!!!!!!!!!
nanka
17:05 20-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული