ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეათე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ მეათე მოგებით ოძეკობაზე განაცხადი გააკეთა.

ტოჩინოშინის
მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, 29 წლის იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 3:2-ზე ჰქონდა. ქართველმა თავიდანვე ჩაავლო მავაშში ხელი და იორიკირით გადაიყვანა.

ქართველი სეკიტორი 10 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.

ქართველი ფალავნის მდევარი კი 40-გზის ჩემპიონი, დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ არიან.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარესზობს, დღეს იორიკირით მარცხი განიცადა ლიგის მეშვიდე ნომერ სეიროსთან, რაც იმის მაუწყებელია, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოს მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულებს, მას 8 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ლიგის მეორე ნომრობიდან მის დაქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე აქვს. კოტოშოგიკუ მეხუთე მაეგაშირაა, რომელმაც ამ ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო და 4 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთი კაცი გვჭირდება ქართველებს ამან მაინც გაგვახაროს.ეს ათი დღეა ბედნიერი ვარ ისე როგორც ალბათ კიდევ ბევრი ჩემნაირი უბრალო ადამიანი.რამხელა სიხარული შეუძლია ერთმა ადამიანმა მიანიჭოს მთელ ერს და რა სუფთაა ეს ყველაფერი
კოკა
14:46 22-05-2018
0
"სად მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე" ვუსმენ და ვკითხულობ ძმებო თქვენს კომენტარებს. თვალები ცრემლით მევსება სიხარულისგან ერთ ჩვეულებრივ თავდაბალ კაცს რამხელა სინათლის შემოტანა შეუძლია ჩვენს გულებში. წინადადება შემომაქვს ტოჩის ჩემპიონობა და ოზეკობა სადმე თითო ჭიქით ავღნიშნოთ.
დავითი.
14:22 22-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული