ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები

AutoSharing Option

ტოჩინოშინის მიერ 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს დამარცხების შემდეგ დოჰიოზე წითელი ბალიშები გადაყარეს. რას ნიშნავს ეს ქმედება? ამას და სხვა ბევრ ტრადიციას, რომელიც სუმოში არსებობს, ჩვენს სტატიაში გაეცნობით.

▶ რა ხდებოდა დარბაზში, როცა ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]

წითელი ბალიშები - წითელ ბალიშებს დოჰიოზე მაშინ ისვრიან, როცა იოკუძუნა (სუმოს იერარქიაში პირველი წოდება) მარცხდება და ეს გამარჯვებულის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, ხოლო იოკუძუნას მიმართ - სირცხვილს.

დოჰიოზე მარილის მოფრქვევა - დაკვირვებიხართ, ალბათ, თუ როგორ ყრიან სუმოისტები ბრძოლის წინ მარილს. ეს მოფრქვევის რიტუალი უძველესი
რელიგიის, შინტოს დროიდან მოდის და მომავალ ბრძოლაში წარმატებისა და განწმენდის ნიშანია.

Sportall.Ge

რატომ არიან სუმოისტები განსაკუთრებული ადამიანები? - იაპონიაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად: მზის ქალღმერთის, ამატერასუს ბრძანებით, მთისა და ზღვის ორი უძლიერესი ღმერთის­ შერკინებისას, გამარჯვებულს იაპონიის კუნძულები გადაეცემოდა. გამარჯვებულის შვილები იაპონიის იმპერატორები არიან და სუმოს მოჭიდავეები იაპონიის ეროვნულ გმირებად, ზეადამიანებად მიიჩნევიან.

სუმოს მსაჯი (გიოჯი) და მისი მარაო - მსაჯიც კი, რომელიც სუმოისტებთან ერთად საჭიდაო მოედანზე დგას, შინტოისტური ტაძრის მღვდელმსახურია. მას ხელში მარაო უჭირავს, რომლის აწევა და გადაშლა ნიშნავს, რომ ორთაბრძოლა დასრულდა. ის ამ მარაოთივე გადასცემს გამარჯვებულს კონვერტში ჩადებულ ფულად ჯილდოს.

Sportall.Ge

ვარცხნილობა და ჩაცმულობა - ვარცხნილობას ჩომაგე ჰქვია. ყველა კლუბს თავისი დალაქი ჰყავს. ატარებენ კიმონოს სრული აღჭურვილობით. სხვანაირად შემოსილი რომ ნახონ, ეს სუმოდან წასვლას ნიშნავს. ამასთან, არის ადგილები, სადაც სუმოისტის გამოჩენა იკრძალება.

სუმოისტის ცხოვრება - სუმოისტის ცხოვრება ჰეიაში დილით მზის პირველ სხივებთან ერთად იწყება. დილის გარკვეული რიტუალის შემდეგ სუმოისტები ხუთსაათიან, მომქანცველ ვარჯიშს გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ სპორტსმენები საუზმობენ. ამ დროს ისინი დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. სხვათა შორის, არ არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელიც. საუზმის შემდეგ სამსაათიანი ძილის დროა, შემდეგ კი - ვახშმის. თითოეული სუმოისტის წარმატებაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა მას "ფუფუნების საგნების" გამოყენება. მაგალითად, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის, ცალკე ოთახში დაძინების... ყველა სუმოისტს აკრძალული აქვს მანქანის მართვა.

თუ ცოლის მოყვანა მოუნდათ - მხოლოდ ელიტაში მყოფ სუმოისტს აქვს ამის უფლება, სხვას არა. დაქორწინების შემდეგ სუმოისტი კლუბში აღარ ცხოვრობს, მაგრამ ახლოსვე სახლდება, რათა დილის ვარჯიშებზე არ დაიგვიანოს.


▶ ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი სტატიაა, მაგრამ ბალიშების გადმოყრა აუცილებლად იოკოძუნას დამარცხებისას არ ხდება და არც იოკოძუნას დასცინიან ამით, არამედ ბალიშებს ყრიან ბრძოლის მოწონების ნიშნად, როდესაც გამარჯვებულს უწონებენ ბრძოლას. შეიძლება ეს მოხდეს საჩემპიონო ბრძოლის მოგებით, ან რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებით. უბრალოდ იოკოძუნა იმდენად მაღალ საფეხურზეა, რომ უძლეველ ჩემპიონს ნიშნავს და მისი დამარცხება ყოველთვის მოწონებას იწვევს.

ასევე არც ყველა მსაჯია როგორც ვიცი მღვდელმსახური, მაგრამ უმეტესობა არის.
გიორგი
21:55 21-07-2018
0
კარგი სტატიაა! ერთი ისიც დაგეწერათ რომ ჩაიკუზებიან შესარკინებლად და უცებ რომ წამოხტებიან და გარბიან კუთხეში კატებივით პირს რომ იბანენ ეგ რა პონტია?? თუ ოფლიანია ანიშნებს წადი გაიწმინდეო?))
კაია
02:21 26-05-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული