ნაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა იმპერატორის თასის მოგების მთავარი ფავორიტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-13 დღე გაიმართა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი დამარცხდა, რაც პირველი შემთხვევაა ამ ბაშოზე.

ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა რამდენჯერმე სცადა მავაშში ხელის ჩავლება, თუმცა შოდაიმ ახლოსაც არ მიუშვა. ბოლოს იაპონელმა ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს გამოიჭირა და ჰიკიოტოშით დასცა დოჰიოს.

ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასის მოგებასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელმაც თავისი ბრძოლა მოიგო და ლევან გორგაძეს
გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება, იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (იერარქიით რანგით მეორე წოდება), რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ტოჩინოშინი - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა კაკარიუ - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 მოგება, 2 მარცხი.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ტერონოფუჯი იყო, რომელიც ქართველმა იორიკირით დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს ამ ბაშოზე 3 მოგება და 10 მარცხი აქვს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ლიგის მეორე ნომრობიდან ჩამოქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელის. მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.

▶ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]
▶ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეგ არაფერი ჩვენო ჩემპიონო, მთავარია ხვალ დავაგდოთ ან გავაგდოთ კუკურა ბიჭი!
b-52
25 მაისი 2018 13:40
0
არაუშავს, ხდება ხოლმე) მთავარია კაკარიუსთან მოახდინოს მობილიზება
ზურა
25 მაისი 2018 13:28
0
ის ორი იოკოძუნა როდის ხვდება ერთმანეთს?
გიორგი
25 მაისი 2018 13:20
2
სულ 2 დგე დარჩა და ლოგიკურად კვირას
ნოდო
25 მაისი 2018 13:47
0
ხვალ არის ფინალი ფაქტიურად
შაკო
25 მაისი 2018 13:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული