12:22 27-05-2018
ნაცუ ბაშო. ფინალი: ტოჩინოშინმა მოტეხილი ხელით იკიოი დაამარცხა, მაგრამ კაკურიუ ჩემპიონი გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე ჰქონდა. ჩვენი ფალავანს ხელი აქვს მოტეხილი თუმცა მაინც გადაწყვიტა მიეღო ბრძოლაში მონაწილეობა.
ლევან გორგაძე ეგრევე მავაშზე წავიდა, თავიდან თითქოს იაპონელმა მოიგერია, თუმცა ტოჩინოშინმა მაინც დაიჭირა და იორიკირით გადაიყვანა.
იოკუძუნა კაკურიუმ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ჩემპიონი გახდა. ქართველმა სეკიტორმა ნაცუ ბაშოზე მეორე ადგილი დაიკავა 13 გამარჯვებითა და 2 მარცხით.
ლევან გორგაძეს ოფიციალურად ოძეკობა სუმოს კომიტეტის შეკრების შემდეგ მიენიჭება, რადგან ქართველმა ყველა წინაპირობა შეასრულა ამისთვის.
რაც შეეხება მეორე ქართველს გაგამარუს, რომელმაც დღეს ბრძოლა ჩიიონოსთან იორიკირით დათმო, მან უარყოფითი ბალანსით დაასრულა ბაშო 4:11-ზე და აუცილებლად ჩამოქვეითდება ჯურიო ლიგის მეორე ნომრობიდან.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მოუთმენლად ველოდები შემდეგ ბაშოს,რადგან მაგარი ორთაბრძოლები გველოდება
9
0
ხო აბა რა, ვიდეოშიც ეგრე ჩანს DDD ხელი აქვს მოტეხილი და წვეთოვანიც უდგას ტოჩინოშინს DDDDDDDD
10
34
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული