ოძეკი სუმოს სამყაროს იერარქიაში რიგით მეორე წოდებაა, პირველი კი იოკუძუნაა, იგივე დიდი ჩემპიონი. ბანძუკეს წესების მიხედვით, სუმოს ჰყავს მინიმუმ ორი ოძეკი: ერთი აღმოსავლეთის მხარეს, მეორე დასავლეთით. შესაძლებელია მაკუუჩი დივიზიონში იყოს სამი ოძეკიც.
ამ ეტაპზე სუმოს სამყაროში ამ სტატუსის მატარებელი ორი ადამიანი იყო: იაპონელი გოეიდო გოტარო 2014 წლიდან და იაპონელი ტაკაიასუ აკირა 2017 წლიდან.
ოძეკის უპირატესობები:
- სამი წლით სუმოს ასოციაციის წევრობის გარანტია, თუ ის ამ პერიოდში არ დაანებებს სუმოს თავს.
- ის მიიღებს სპეციალურ ფინანსურ შეთავაზებას, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ აისახება მის საპენსიო ფონდზე.
- მას ექნება გამოყოფილი პარკინგი სუმოს ასოციაციის შტაბში.
- ტოჩინოშინს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის არჩევაში.
- მას მიაბარებენ პერსპექტიულ ახალგაზრდა სუმოისტებს, რომელთა აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას.
- მას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სპეციალურ საცერემონიო რიტუალებში, რაც მხოლოდ ამ იერარქიის სუმოისტებს ძალუძთ.
- ლევანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იოკუძუნას ბეჭდის ცერემონიაში.
- ის მიწვეული იქნება VIP ადამიანების სტუმრობისას ან სუმოს ასოციაციის სტუმრობისას შინტოს ტაძარში.
- მისი ხელფასი თვიურად საშუალოდ 25 000 დოლარზე მეტი იქნება.
ოძეკს აუცილებლად მართებს თითოეულ ტურნირზე კაჩი-კოშის დაფიქსირება (დადებითი ბალანსი), მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შემთხვევაში შეიძლება ისევ სეკივაკეს პოზიციაზე ჩამოქვეითდეს.
ტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]
ტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში
შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის!!!