ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ივლისს ნაგოია ბაშო ოფიციალურად გაიხსნა და ტოჩინოშინი მაყურებლის წინაშე ოძეკის სტატუსით პირველად წარსდგა.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი მეორე მაეგაშირა იკიოი შოთა იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 8:4-ზე ჰქონდა.

ბრძოლის დაწყებისთანავე ქართველმა ოძეკმა უპირატესობა მოიპოვა და მავაშში ჩაავლო ხელი, შემდეგ მეტოქეს მიეძალა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

რაც შეეხება ჯურიო ლიგას (რანგით მეორე ლიგა), ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ ლიგის მეათე ნომერი ტერუცუიოში ოშიდაშით განდევნა დოჰიოდან.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელიც ლევანს ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული და
მხოლოდ ერთხელ არის იაპონელთან დამარცხებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლევან ამ ბაშოზე ასე მოგეგოს დარჩენილი 14-ვე ბრძოლა გისურვებ წარმატებას დიდებულო ქართველო!!!!
batu
13:32 08-07-2018
0
იოკოძუნას ტიტული უახლოეს ხანში! წარმატება ლევანს!
მერაბი
14:45 08-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული