
9 ივლისს ნაგოაია ბაშოს II საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ჩიონოკუნი იყო, რომელიც ჩვენებურმა ოშიდაშით დაამარცხა და ახლა უკვე მეტოქესთან ბალანსი 6:1-ზე აქვს.
10 ივლისს ტოჩინოშინი ტურნირზე შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 13:5 აქვს.
ჯურიო დივიზიონის მეორე საშეჯიბრო დღეს, სამწუხაროდ, მარცხი განიცადა მეორე ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე იაპონელი იაგო გახლდათ, ვისთანავ ჩვენებურს 2:0 ბალანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ოშიდაშით დამარცხდა და ტურნირზე ბალანსი 1:1
გაუხდა.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.