ნაგოია ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
9 ივლისს ნაგოაია ბაშოს II საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ჩიონოკუნი იყო, რომელიც ჩვენებურმა ოშიდაშით დაამარცხა და ახლა უკვე მეტოქესთან ბალანსი 6:1-ზე აქვს.


10 ივლისს ტოჩინოშინი ტურნირზე შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 13:5 აქვს.

ჯურიო დივიზიონის მეორე საშეჯიბრო დღეს, სამწუხაროდ, მარცხი განიცადა მეორე ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე იაპონელი იაგო გახლდათ, ვისთანავ ჩვენებურს 2:0 ბალანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ოშიდაშით დამარცხდა და ტურნირზე ბალანსი 1:1
გაუხდა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ გენაცვალე, წაიღე რაც გეკუთვნის, ალალია შენზე!
0
მოერიე არა პატარა იაპონელებს მიყარ მოყარ ხომ? ხარაშოო
brius lee
17:19 09-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული