ნაგოია ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი დოჰიოდან ბავშვივით გადაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, ნაგოია ბაშოს III საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგოაე იაპონელ კომუსუბის, შოჰოძანს შეხვდა და ცურიდაშით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ სუმოისტს შოჰოზანთან ბალანსი 14:5 გაუხდა.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მეგაშირა აბი იქნება, რომელსაც სულ ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-11 ნომერს, მონღოლ მიტორიუს შეხვდა და ოშიდაშით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებური მონღოლ გოლიათს ერთადერთხელ შეხვედრია აქამდე და წაუგია. ამ შეხვედრის მერე
კი გაგამარუმ მონღოლთან ბალანსი გაათანაბრა - 1:1.

რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელმა დადებითი ბალანსი მოიპოვა - 2:1.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტოჩინოშინ -- იოკოძუნა! მალე, მალე!!!
3
გილოცავთ გამარჯვებას ლევან და თეიმურაზ, უფალმა დაგლოცოთ და სულ წარმატებები მოგცეთ პირად ცხოვრებაშიც და სპორტულ კარიერაშიც. მალე ყველაზე მაღალი მიჯნები დაგეპყროთ.
გაიოზი
13:20 10-07-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული