ლევან გორგაძე კომოსუბი ტამავაშის შეხვდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი 15:7-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონღოლთან წელს აქამდე ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გახდა გამარჯვებული.
ლევანი აქტიურად წავიდა მავაშზე და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა მეორე მხარე დაუცველი დარჩა და ტამავაშიმ ის კოტენაგეს ილეთით დააგდო.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 5:4-ზე აქვს ბალანსი. ბოლო ორ ბაშოზე იაპონელმა ორივეჯერ დაამარცხა ქართველი.
ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა იოკოძუნა კაკურიუ. მანამდე იმავე მიზეზით მოიხსნა იოკოძუნა ჰაკუჰოც.
ნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ
ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:
- სეკივაკე მიტაკეუმი - 6 ბრძოლა, 6 გამარჯვება
- ოძეკი ტოჩინოშინი - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
- მეექვსე მაეგაშირა ენდო - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
- მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
- მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-13 ნომერს, იაპონელ ტობიზარუს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:4 გაუხდა.
საქართველოს სიამაყე ხარ, აბა შენ იცი, წინ ახალი გამარჯვებებისაკენ!