როგორც ცნობილია გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესი გაუწყდა და ამ ეტაპზე სიარულიც კი უჭირს.
ქართველი სეკიტორს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ნაგოია ბაშოს მოგების, მისი მთავარი კონკურენტები იოკუძუნებიც ტრავმის გამო გამოეთიშნენ ტურნირს.
ტოჩინოშინმა ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთში გაიმარჯვა და ბოლო ბრძოლაში ტამავაშისთან დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში მის მეტოქეს პირველ მაეგაშირა შოდაის გამარჯვება ჩაეწერება.
ნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]
ნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ
ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა