ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

AutoSharing Option
სუმოს სამყაროში დღეს, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ნაგოია ბაშოს ამჯერად ტრავმის გამო ტოჩინოშინი გამოეთიშა.

როგორც ცნობილია გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესი გაუწყდა და ამ ეტაპზე სიარულიც კი უჭირს. 

ქართველი სეკიტორს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ნაგოია ბაშოს მოგების, მისი მთავარი კონკურენტები იოკუძუნებიც ტრავმის გამო გამოეთიშნენ ტურნირს.

ტოჩინოშინმა ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთში გაიმარჯვა და ბოლო ბრძოლაში ტამავაშისთან დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში მის მეტოქეს პირველ მაეგაშირა შოდაის გამარჯვება ჩაეწერება.

altნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

altნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები

გზას ვეღარ გადაუღობავენ

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევან გამხნევდი შენ სუმოს დიდი ჩემპიონი ხარ და იოკუძაც მალე გახდები ჩვენ ყველას ამის გვჯერა მალე გამოჯამრთელებას გისურვებ წარმატებებს.. გვიყვარხარ და გვეამაყება შენი გვჯერა...
ქართველი
10:25 14-07-2018
2
იმდენი ატლიკინეს ენები სანამ არ მიათარსეს კაცი
jimi
10:13 14-07-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული