რამდენი გამოიმუშავა და რა ელის ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოდან მოხსნის შემდეგ?

AutoSharing Option
ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის ნაადრევად დასრულდა.

ქართველმა ტამავაშისთან მარცხის შემდეგ ფეხის თითებთან მყესი გაიწყვიტა და ზაფხულის ბაშოს გამოეთიშა.

ნაგოია ბაშოს ნაადრევად მარტო ქართველი სეკიტორი არ გამოეთიშა, მასთან ერთად ტურნირი ასევე ტრავმების გამო იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ დატოვეს. ამ ეტაპზე ბაშოს მარცხის გარეშე სეკივაკე მიტაკეუმი ლიდერობს.

altტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

ფინანსები
რაც შეეხება ტოჩინოშინს, მან ამ ბაშოზე 61 კენშო გამოიმუშავა. თითო კენშო 60 000 იაპონურ იენს უდრის. ქართულ ვალუტაში თუ გადავიყვანთ - 1309 ლარი. ანუ ჯამში მან 79 849 ლარი გამოიმუშავა,

თუმცა თანხის დიდი ნაწილი საკომისიოებსა და იმ სკოლაში მიდის, რომლის ღირსებას ქართველი ფალავანი იცავს.

ტოჩინოშინს წელს ჩატარებულ ოთხივე ბაშოზე 423 კენშო აქვს გამომუშავებული, ანუ ჯამში მის მიერ მოპოვებული თანხა 553 602 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ტრავმას, ლევან გორგაძემ იაპონურ გამოცემებთან ინტერვიუში თქვა, რომ მოტეხილობა არ არის და შემდეგ ბაშოზე აუცილებლად დაბრუნდება.

ოძეკის ტიტული
ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოს დასრულების შემდეგ უარყოფითი ბალანსი 5-10-ზე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ ბაშოზე, სექტემბერში მას აუცილებად მართებს დადებითი ბალანსის დაფიქსირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს და ბანძუკეს რეიტინგში დაქვეითდება.


altნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ბანძუკე არ გინდა, ჯერ გაიგე რა არის ბანძუკე და მერე დაწერე (ბანძუკე- სუმოისტების რანგირებაა, იოკოძუნიდან დაწყებული და მაეგაშირა N16-ით დამთავრებული),ნატახტარის ლიმონათი გინდა?
"ობიექტური შემფასებელი"
12:58 16-07-2018
0
ჯანმრთელობას და გამარჯვებებს უსურვებ,მილიონები ეშოოს.მე პირადად არმაინტერესებს სხვისი ბუღალტერია
euhh
11:35 16-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული