თეიმურაზ ჯუღელი ნაგოია ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს. ამჯერად მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მესამე ნომერი კოტოიკი იყო, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი, 4:4-ზე ჰქონდა.
გაგამარუ თავიდან აგრესიულად მიაწვა მეტოქეს, თუმცა კოტოიკო უფრო სხარტად მოძრაობდა,
თეიმურაზ ჯუღელი ილეთზე დაიჭირა და ცუკიოტოშით დოჰიოზე წააქცია.
ქართველ სეკიტორს უარყოფითი ბალანსი - 4:6-ზე აქვს. მას 4 გამარჯვება ესაჭიროება კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გასაფორმებლად, ხოლო ორი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს და ჯურიო ლიგის მეცხრე ნომრობიდან დაქვეითდება.
რაც შეეხება მაკუუჩი დივიზიონს, სადაც ტრავმის გამო ტოჩინოშინმა ასპარეზობა ვერ გააგრძელა, დაუმარცხებლად ლიდერობს სეკივაკე მიტაკეუმი და ერთი მარცხით მისი მდევარი ოძეკი ასონოიამა არის.
რამდენი გამოიმუშავა და რა ელის ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოდან მოხსნის შემდეგ?