აკი ბაშომდე ერთი დღით ადრე - ტოჩინიშინისა და გაგამარუს ამბები

AutoSharing Option
ხვალ, 9 სექტემბერს აკი ბაშო ოფიციალურად აიღებს სტარტს და 15 დღე გაგრძელდება. ეს ტურნირი ტოკიოში რიოკოგუ კოკუგიკანის დარბაზში ტარდება, რომელიც ლევან გორგოძისთვის იღბლიანია. ბაშო, რომელიც წინასწარვე შერაცხეს ისტორიულად, მისი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

რითია ეს ბაშო გამორჩეული?
ამ ბაშოზე მონაწილეობას მიიღებს ყველა სუმოისტი, როგორც უმაღლეს დივიზიონში ასევე ჯურიო ლიგაშიც. სექტემბრის ტურნირზე იქნება სამივე იოკუძუნა: კაკურიუ, ჰაკუჰო და კისენასოტო.

ამ ბაშოზე წყდება ტოჩინოშინისა და გაგამარუს ბედი. ერთი კადობანშია ჩაყენებული და თუ კაჩი-კოშის (დადებით ბალანს) ვერ დააფიქსირებს ოძეკობას დაკარგავს, ხოლო გაგამარუ თუ დადებით ბალანსს
ვერ დააფიქსირებს დიდი ალბათობით სეკიტორობას დაემშვიდობება და რანგით მესამე ლიგაში გადაინაცვლებს.

იაპონელები აქტიურად გულშემატკივრობენ მიტაკეუმს, ნაგოია ბაშოზე იაპონელის მიერ მოგებულმა იმპერატორის თასმა, ადგილობრივ გულშემატკივარს მისი აღზევების იმედები გაუჩინა. მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ექნება.

შეხვედრათა განრიგი
უკვე ცნობილია თუ ვის დაუპირისპირდებიან ქართველები პირველი ორი ბრძოლის დროს. ტოჩინოშინის მეტოქეები მეორე მაეგაშირები იქნებიან.

9 სექტემბერს ბაშოს ტოჩინოშინი იაპონელი ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:2-ზე აქვს. ბოლოს მას ივნისში ნაცუ ბაშოზე დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა.

altნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]

10 სექტემბერს ქართველი ფალავანის მეტოქე იაპონელი იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ერთადერთხელ მაისში ნაცუ ბაშოზე შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

altნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

რაც შეეხება მეორე ლიგაში მოასპარეზე გაგამარუს, მისი პირველი მეტოქე დასავლეთის მე-12 ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი იქნება, რომელიც მეორეჯერ იასპარეზებს ჯურიო ლიგაში. ქართველი და იაპონელი ერთმანეთს მაისში ნაცუ ბაშოზე დაუპირისპირდნენ და გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

altტოჩინოშინის ამბები - მზადების პროცესი რთულად მიდის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული