აკი ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გადაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 სექტემბერს, აკი ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-6 მოგება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მასთან პირადი ბალანსი კიდევ უფრო გამოიკეთა და ამ დროისთვის სამი მოგებით სჯობნის (10:7).

ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 6:4-ზე აქვს. 2 მოგებაც და გორგაძე დადებით ბალანსს გაიფორმებს, რის შემდეგაც მას ოძეკის წოდების დაკარგვა აღარ დაემუქრება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიო იქნება, ვისთანაც ქართველს ძალიან ცუდი ბალანსი 2:22-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იოკოძუნა აკი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

სასიხარულო ამბავი
გვაქვს ჯურიო ლიგიდან, სადაც ქართველი ფალავანი თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობს. მან სეიო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ დროისთვის ბალანსი 5:5-ზე აქვს. გაგამარუს კიდევ 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.

alt აკი ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა კისენოსატოსთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
აშკარად ვერაა ჩვეულ ფორმაში ჩვენი ჯილა, ეტყობა ტრავმის მერე ეს ვერ მოესწრო.
არაუშვს, როგორმე რვა მოგებამდე მივალთ და შემდეგ ბაშოზე დავანთებთ ცეცხლს
ბარკა
15:38 18-09-2018
0
ჰაკუჰოსგან განსხვავებიტ კაკაური თუ რაც ქვია ძალიან არასპპორტული ტიპია და ვერც უბედავენ ზემოთ რამის თქმას ცალიან ცოტა ახარხებს მავაშში ხელის მოკიდებას მარა თუ ვინმე ახერხებს არანაირი აზრი ტიპს ნახევრად აქ შეკრული
ნოდო
12:48 18-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული