აკი ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი შოდაისთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს აკი ბაშოს XIII საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეექვსე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე შოდაის შეხვდა და სუკუინაგეს ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 7:6-ზე გაუხდა. ლევანს აუცილებლად სჭირდება ერთი მოგება, რომ ტურნირზე დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აბი იქნება, ვისთანაც დადებითი ბალანსი 2:0-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა გაგამარუმ, რომელმაც კოტოეკოსთან ამიუჩის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 6:7-ზე აქვს. ჯუღელს დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება მართებს, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ქართველის მომდევნო
მეტოქე ტომოკაძე იქნება, ვისაც არასდროს შეხვედრია.

altაკი ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
სამწუხარო ამბავია ასე არასტაბილურად რომ გამოდის ტოჩი. მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ფალავანი ეგაა და ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ. მისი ძირითადი სტილი მავაშზე წასვლა და ძალისმიერი ჭიდაობაა, შიგადაშიგ ცუპარებითაც უტევს. ლეუშას ძირითადი პრობლემა სისხარტის არქონა და წონასწორობის პრობლემაა. გვერდიდან შესულ მოწინააღმდეგესთან უმეტეს შემთხვევაში მარცხდება, ვერ კეტავს გვერდიდან შესვლებს. მე ვნახე თუ როგორ ვარჯიშობს ჰაკუჰო. ორივე ფეხით დგას ნახევრად გაბერილ ბურთებზე, აი ტანვარჯიშზე რომ ხმარობენ რეზინის ხორკლიან ბურთებს ისეთზე. ეს ბურთები ფეხბურთის ბურთის ზომისაა და ერთზე ერთი ფეხით დგას, მეორეთი მეორეზე. დაბერილია ნაახლოებით 40%. ეხლა წარმოიდგინეთ მაგაზე დგომისას წონასწორობის როგორი დაცვა გჭირდება რომ არ გადმოვარდე. ჰაკუჰო დგას და თან ზამბარების ჰორიზონტალურ გაჭიმვას ვარჯიშობს ორივე ხელით. ეგ რომ ვნახე მაშინ კი მივხვდი რატომ აქვს სხეულის ასეთი ბალანსი და წონასწორობა. დარწმუნებული ვარ ლევანი სრულიად ჯანმრთელი რომ იყოს, ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა. აშკარად ეტყობა დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა და თითქოს რაღაც მოდუნებულია. წარმატეტბები ჩვენს ტოჩის, ვუსურვებ ოძეკობა არ დაეთმოს და შემდეგ ბაშოზე დაბრუნებულიყოს ისეთი შეუპოვარი და მოიერიშე, როგორიც სინამდვილეშია....
ანესთეზეოლოგი
16:45 21-09-2018
0
არა უშავს რა, ტოჩინო! რა მოხდა მერე. ამ დამარცხებებს ხომ არა აქვს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა. მთავარია "...ერთიცა, ერთიცა და..."!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული