საგამოფენო ვარჯიშები - სუმოს სამყარო და ქართველები ნოემბრისთვის ემზადებიან [VIDEO]

AutoSharing Option
სუმოს სამყარო აქტიურად ემზადება წლის შემაჯამებელი ბაშოსთვის და საგამოფენო შეჯიბრებებს მართავს. ნახევარღმერთები ქალაქიდან ქალაქში დადიან და სუმოს წლის ბოლო ტურნირს პოპულარიზაციას უწევენ.

მათ საგამოფენო ბრძოლებს გულშემატკივრები ნამდვილად არ აკლიათ, სუმოისტებს კი ძალიან გრძელი გზის გავლა უწევთ. ისინი სამი ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქში გამოდიან. მაგალითად, ბოლო ხუთ დღეში საგამოფენო ვარჯიშები გაიმართა: ტოიორაში, კანაზავაში, იზუმისანოში, კიოტოსა და იკედაში. დღეს ისინი კურაიოშში იმყოფებიან, ხვალ კი სოჯაში ამოჰყოფენ თავს.

Sportall.Ge

აქტიურად ემზადება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია და ფუკოაკოს ბაშოზე მისგან ძალიან
ბევრს ელოდებიან. გთავაზობთ ვიდეოს მისი მომზადების პროცესიდან.


მომზადების პროცესში სუმოისტებს ბევრი რამის გავლა უწევთ. აი, თუნდაც გამძლეობის ვარჯიშის, როცა მეორე სუმოისტი მხრებზე უნდა შემოისვას.


აქტიურად ემზადება ნოემბრის ბაშოსთვის გაგამარუც, რომელიც ბანძუკეს გამოქვეყნებამდე სეკიტორის ტიტულს ინარჩუნებს. თუმცა ის ამჯერად მესამე ლიგაში იასპარეზებს და მეორე ლიგაში დაბრუნებას ეცდება.

Sportall.Ge

ნოემბრის ბაშო ქალაქ ფუკუოკაში 11 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბრამდე გასტანს. 

altტრავმები, მკურნალობა, ცრემლები - იაპონელების დოკუმენტური ფილმი ტოჩინოშინზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი შეუხედავი სპორტი არ მინახია საერთოდ! ფაქტიურად სქელი ხორცების გამოფენაა. თან უკაცრავად და უკანალების დემონსტრირება ხდება ფუ. ამათ ფონზე ფეხბურთი არის ნამდვილი ზეიმი, უყურებ და გსიამოვნებს ისეთ დადებით ენერგიას იღებ გულშემატკივარი.
ქართველი
14:31 19-10-2018
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული