ტოჩინოშინის შანსები იზრდება - კიუშუს ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიუ არ იქნებიან

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში იაპონიაში წლის ბოლო სუპერტურნირი კიუშუს ბაშო აიღებს სტარტს. როგორც იაპონური Kyodo News-ი იტყობინება, ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს ორი ფავორიტი - იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიუ.

ჰაკუჰომ ოქტომბერში მარცხენა მუხლსა და მარჯვენა კოჭზე ოპერაცია ჩაიტარა. ამიტომ მისი ასპარეზობა გამორიცხულია.

რაც შეეხება კაკურიუს, მას მარჯვენა მუხლი და კოჭი აწუხებს. ამიტომ, დიდი ალბათობით, წლის უკანასკნელ სუპერტურნირზე მონაწილეობას ვერც მეორე მონღოლი იოკოძუნა მიიღებს.

ტურნირს ფორმაში ხვდება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც ეცდება, კარიერაში მეორედ მოიპოვოს იმპერატორის თასი. კიუშუს ბაშო სტარტს 11 ნოემბერს აიღებს.

altJapantimes:

ტოჩინოშინს ისტორიაში შესვლა შეუძლია, ის ფიზიკური და მენტალური ფორმის პიკშია

altვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული