ქართველი სეკიტორის მეტოქე მონღოლი მეორე მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი 16:8-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინის მცდელობა მეტოქე მავაშში დაეჭირა წარუმატებელი გამოდგა, რითიც მონღოლმა სპორტსმენმა ისარგებლა და ქართველი დოჰიოდან ოშიდაშით განდევნა.
რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც მესამე დივიზიონში დაქვეითდა, მიუხედავად ამისა დღეს დანაკლისის გამო თავისი ბრძოლა ჯურიო ლიგაში გამართა და ლიგის მე-14 ნომერ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.
ქართველი ოძეკი ხვალ მესამე მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდება, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი 2:1-ზე აქვს.
ხვალ კიუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინი ბაშოს მოგების მთავარი პრეტენდენტია