კიუშუ ბაშო. VIII დღე: რთული ბრძოლა და გამარჯვება, ბალანსი გათანაბრებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა რიუდენი იყო, რომელსაც ქართველი ფალავანი პირველად დაუპირისპირდა. ტოჩინოშინს განსხვავებით წინა ბრძოლებისგან კარგი ტაჩიაი გამოუვიდა, თავიდანვე შეძლო მეტოქის ხელების დაჭერა, თუმცა ილეთის გაგრძელება ვერ მოახერხა და გარკვეული პერიოდი წარუმატებლად ცდილობდა მეტოქის დაძვრას. შემდეგ ხელი გაუშვა და მავაშზე წავიდა, სადაც რიუდენი დაიჭირა და საბოლოოდ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 4:4-ზე აქვს, მას კიდევ 4 გამარჯვება ესაჭიროება რათა კაჩი-კოში დააფიქსიროს.

ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე
კომოსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი 1:4-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს დღეს ის ისვენებდა, მას ამ ბაშოზე ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მსგავსი დეგენერატობა სპორტი არ არსებობს
dato
18:23 18-11-2018
24
არა რა ფორმაში არარი ისე სულს და გულს დებს მაგარი კაცია
ჭაღარა
15:25 18-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული