კიუშუ ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინი ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ქართველ ფალავანს ისე არ წაუვიდა საქმე, როგორც გვეგონა. 12 დღის შემდეგ მისი ბალანსი 6-6-ზეა და კითხვის ნიშნის ქვეშაა კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) ამბავი.

ხოლო, თუ ტოჩინოშინი მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, მას ისევ კადობანში ჩააყენებენ და მომავალ ბაშოზე მოუწევს ოძეკის ტიტულის თავიდან დაცვა.

არადა, მან მოსამზადებელი პერიოდი იდეალურად ჩაატარა. სეზონის დასაწყისში ამ ყველაფერს იოკუძუნა კაკურიუსა და იოკუძუნა ჰაკუჰოს ტრავმა დაერთო. ქართველ ოძეკს კი ისღა დარჩენოდა, ნახევარღმერთების ორთაბრძოლაში სხვებისთვის არაფერი დაეთმო. ამავდროულად, ბაშოს მიმდინარეობისას ბრძოლების გაგრძელება იოკუძუნა კისენასოტომა და ოძეკმა გოეიდომაც ვეღარ შეძლეს.

ტოჩინოშინის მთავარი პრობლემა, საერთო ჯამში, ტაქტიკა გამოდგა. თითოეული მეტოქე მას განსაკუთრებულად დაუდგა და იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ მისთვის. ქართველი ფალავნის მცდელობები, მავაში აეღო, წარუმატებლად სრულებოდა და ის ტაქტიკას მეტოქეების მიხედვით არ ცვლიდა.

ბაშოს პირველ ნახევარში მას არც უცდია ბრძოლის სხვა მიმართულებით წაყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევანმა ტაჩიაის (საწყისი შეჯახება) უმრავლესობა წააგო. ამავდროულად, მან მის ვერცერთ უხერხულ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო: შოდაისთან, ტაკაკეიშოსა და ტაკაისუსთან უშანსოდ დამარცხდა.

ლევანს წინ 3 ბრძოლა ელის. მისი სიტუაციიდან გამომდინარე, მას შედარებით დაბალი რანგის მაეგაშირებს დაუპირისპირებენ, რათა შანსი მისცენ, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს. ახლა ყველაფერი ქართველ ოძეკზეა დამოკიდებული.

კიუშუ ბაშოს ფავორიტები

ბაშოს 11 გამარჯვებით 22 წლის ტაკაკეიშო ლიდერობს, რომელსაც თავის არცთუ ისე დიდ კარიერაში, შანსი აქვს, იმპერატორის თასს დაეუფლოს. მისი მაქსიმუმი აქამდე ჯუნ-იუშო იყო.

10 გამარჯვებით მდევარი ოძეკი ტაკაისუა, რომელმაც 2017 წლიდან მოყოლებული, ყველა ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა და მოგების შემთხვევაში იოკოძუნობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ტაკაიასუ 28 წლის სუმოისტია და ამავდროულად, იაპონელია, ეს კი ხელს უწყობს უმაღლესი ტიტულის მოპოვებაში.

თუმცა ტაკაკეიშოსა და ტაკაიასუს შორის შეხვედრა ჯერ არ გამართულა. სავარაუდოდ, მათი შეხვედრა ბაშოს მე-15 დღეს გაიმართება. ისინი ექვსჯერ არიან შეხვედრილები და ოთხი გამარჯვებით უპირატესობას ოძეკი ფლობს. ბოლო დაპირისპირებაშიც ტაკაიასუმ გაიმარჯვა.

გაგამარუ

მესამე ლიგაში დაქვეითებულმა ქართველმა ფალავანმა 4 ბრძოლა მოიგო და ჯურიო ლიგაში დაბრუნება გაინაღდა. როგორც იცით, მაკუშიტა დივიზიონში სუმოისტები სულ 7 ბრძოლას მართავენ და 4 გამარჯვება უკვე კაჩი-კოშია. მას ერთი ბრძოლა აქვს დარჩენილი და მომავალ წელს ისევ სეკიტორის რანგში დაბრუნდება.

ლიახვისპირელი
გეთანხმებით,საჭიროა მრავალფეროვანუ ტაქტიკა შეიმუშავოს, რათა მეტოქე ვერ მიხვდეს, როდის რა ილეთს გამოიყენებს.
ავლიპი
მადლობა ანდაზისთვის, აშკარაა, რომ ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ არქელოგიურ პრობლემებს ტოჩი ვერ დაძლევს, იმდენად სიღრმისეულია.... კლავიატურიდან ნუ განვსჯით მხოლოდ. ტოჩი შენ სამაგალითო ქართველი ხარ, წარმატებები
გერა
არადა რა კაი შანსი გვქონდა ამ ბაშოს მოგებისა და ახლა საქმე ოძეკობის შენარჩუნებაზე გვიდგას.
ემიგრანტი
Сыла есть ума не надo - ეს რუსული ანდაზა ზედგამოჭრილია ტოჩინოშინზე, სამწუხაროდ
ნოე
რავიცი გააღმერთეთ ესაო ისაო. გამოჩნდება რომ უბრალო სუმოისტია
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
მინოლემ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ... ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტი სწორედ ესაა" - კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ საიტს ესაუბრა
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 2-1 მეშახტე. ღირსეულის გამარჯვება დებიუტანტთა "დერბიში"
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-2 იბერია 1999. გვიან გაიღვიძეს...
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
20 წ. | როტაციით ჩილესთან
პირველად ისტორიაში - ესპანეთის სამუნდიალო განაცხადში "რეალის" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
უარი "ბარსელონას" - "ჩელსი" ჟოაო პედროს გაყიდვას არ აპირებს
კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
კიუშუ ბაშო. V დღე [LIVE]
"როცა მაკუშიტაში ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?!" - გაგამარუ ტრავმებსა და კარიერის გაგრძელებაზე
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
კიუშუ ბაშოს შეჯამება - ყველაზე მეტი გამარჯვება, ფინანსები და კვლავ ორი ქართველი სეკიტორი
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
კიუშუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა ნიშიგიკი დოჰიოდან გააძევა! [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
კიუშუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა მიოგორიუ დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]
კიუშუ ბაშო. VIII დღე: რთული ბრძოლა და გამარჯვება, ბალანსი გათანაბრებულია [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]