კიუშუ ბაშოს შეჯამება - ყველაზე მეტი გამარჯვება, ფინანსები და კვლავ ორი ქართველი სეკიტორი

AutoSharing Option
კიუშუ ბაშო დასრულდა და სუმოს იანვრამდე დავემშვიდობეთ. იმპერატორის თასის მფლობელი 22 წლის კომოსუბი ტაკაკეიშო გახდა, რომელიც ტურნირის წინ ნამდვილად არ იყო ფავორიტი.

ეს მის კარიერაში პირველი წარმატებაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება სეკივაკეს ტიტული. მისი მდევარი ოძეკი ტაკაისუ იყო.

ტაკაისუ იოკოძუნობისთვის იბრძოდა, თუმცა ბაშოს მოგების შანსი ვერ გამოიყენა და ბოლო ბრძოლა სეკივაკე მიტაკეუმთან წააგო.

Sportall.Ge

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოსგან განსხვავებით, კიუშუ ბაშოს უამრავი სუმოისტი აკლდა. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ იოკოძუნა ჰაკუჰო და იოკოძუნა კაკურიო მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. აგრეთვე, იოკოძუნა კისენასოტომ და ოძეკმა
გოეიდომ ტურნირის მიმდინარეობის დროს ტრავმა მიიღეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

ტოჩინოშინი

Sportall.Ge

ტურნირის დასაწყისში ტოჩინოშინი ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მისი ბრძოლები ნამდვილად არ იყო საიმპერატორო. ქართველმა ფალავანმა საწყის ტურებში ტაჩიაი (საწყისი შეჯახება) თითქმის ყველა მეტოქესთან წააგო. ამავდროულად, მან უხერხულ მეტოქეებთან ვერაფერი გააწყო: შოდაისთან, ტაკაკეიშოსა და ტაკაისუსთან უშანსოდ დამარცხდა. ერთადერთი გამორჩეული გამარჯვება მიტაკეუმთან გამოუვიდა.

ტოჩინოშინის მთავარი პრობლემა, საერთო ჯამში, ტაქტიკა გამოდგა. თითოეული მეტოქე მას განსაკუთრებულად დაუდგა და იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ მისთვის. ქართველი ფალავნის მცდელობები, მავაში აეღო, წარუმატებლად სრულებოდა და ის ტაქტიკას მეტოქეების მიხედვით არ ცვლიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ტაქტიკების შერჩევა, თუმცა დაგვიანებული გამოდგა.

მაგრამ ყველაფერი შეიძლება უფრო ცუდად დასრულებულიყო, ლევანი ახლოს იყო მაკე-კოშთან (უარყოფითი ბალანსი) და შანსი იყო იმისა, რომ კვლავ კადობანში ჩაეყენებინათ. თუმცა ქართველმა სეკიტორმა მოახერხა დადებითი ბალანსის მოპოვება და მინიმუმ ორი ბაშო კიდევ ოძეკი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოჩინოშინმა წელს ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო, მის ანგარიშზე 59 გამარჯვებაა.

კენშოები
ტოჩინოშინი ამ ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზე გავიდა. სპონსორებმა მას 86 კენშო მისცეს, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 121 002 ლარია. ხუთეული კენშოების გამომუშავებით ასე გამოიყურებოდა:
  1. ტაკაიასუ - 206 კენშო
  2. ტაკაკეიშო - 119 კენშო
  3. გოეიდო - 104 კენშო
  4. კოტოშოგიკუ - 87 კენშო
  5. ტოჩინოშინი - 86 კენშო

წლის განმავლობაში გამომუშავებული კენშოებით, ტოჩინოშინი მეექვსე ადგილზე გავიდა. მის ბალანსზე 497 კენშოა (699 279 ლარი). რეიტინგი ასე გამოიყურება:
  1. კაკურიუ - 1255 კენშო
  2. ჰაკუჰო - 762 კენშო
  3. ტაკაიასუ - 753 კენშო
  4. გოეიდო 693 კენშო
  5. მიტაკეუმი 636 კენშო
  6. ტოჩინოშინი 497 კენშო

გაგამარუ

Sportall.Ge

მომავალი წლის ბანძუკეში გაგამარუ კვლავ სეკიტორად მოგვევლინება და მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ქართველმა სუმოისტმა მაკუშიტა დივიზიონში დადებითი ბალანსი 5:2-ზე აჩვენა, რამაც ჯურიო ლიგის საგზური მოუპოვა.

altკიუშუ ბაშო. XV დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა,ბაშოს 22 წლის ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი ძალიან არაკომპეტენტური აზრით, ლევანს აღმოსავლური სიცბიერე აკლია, რაც ასე მოჭარბებულად გააჩნიათ იაპონელებსა და განსაკუთრებით მონღოლებს. თუკი ლევანი ამ კომპონენტს გააუმჯობესებს, ვფიქრობ, მისი მომრევი არავინ იქნება!!!
გიორგი
14:17 26-11-2018
1
ლევან, გილოცავთ გამარჯვებას! ფეხი მოიშუშე და კიდევ ერთხელ ეცადე თასის მოგებას! თუ ეს ვე მოხერხდება, არ იდარდო! ოძეკი ხარ და იქნები ბოლომდე!!! გენაცვალე შენ!!!
soso
20:08 27-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული