ჰაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინის და გაგამარუს უიღბლო დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 იანვარს ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს იაპონელ ნიშიკიგის შეხვდა და კვლად დამარცხდა.

ლევან გორგაძემ ნიკიშიკისთან უვატენაგეს ილეთით წააგო. ამ დროისთვის მისი ბალანსი 0:2-ია. აშკარაა, რომ ტრავმა გორგაძეს ძალების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ტოჩინოშინმა მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯისთან გამართა, რომელმაც ქართველი ფალავანი ოშიდაშით გადაიყვანა დოჰიოდან.

ლევანის მომდევნო მეტოქე მიოგირიუ იქნება, ვისთანაც დადებითი ბალანსი 12:7-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, იგი პირველ დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სოკოკურაისთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჩიონოუმი იქნება, ვისთანაც უარყოფითი
ბალანსი 0:2-ზე აქვს.

altჰაცუ ბაშო. I დღე: ტოჩინოშინმა წელი მარცხით დაიწყო - ქართველი დოჰიოდან ოშიდაშით გადაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო იკლავს თავს, მოიშუშოს ტრავმა და ამის შემდეგ გავიდეს საასპარეზოდ.
0
ჯობია დაასრულონ სუმოში მოღვაწეობა და ახალ შემადგენლობას დაველოდოთ. თუ ტრამვები მარტო ქართველებს ემართებათ?
გერა
13:49 14-01-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული