თეიმურაზ ჯუღელი ტომოკაძეს შეხვდა, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და სამწუხაროდ, ორივე წაგებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ტომოკაძე გაგამარუსთვის უხერხული მეტოქეა, რადგანაც მესამე ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით წააგო და ტურნირზე ბალანსი 7:5-ზე გაუხდა. ისე ჩანდა, თითქოს ჩვენებურს უნდა მოეგო, მაგრამ ბოლო მომენტში დოჰიოზე თავად დაეცა. ჯუღელს კაჩი-კოშამდე (დადებითი ბალანსი) 1 მოგება აშორებს. ტურნირის დასრულებამდე კი 3 დღე რჩება.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.
ჰაცუ ბაშო. XI დღე: გაგამარუმ პატარა სუმოისტი იპონზე დააგდო [VIDEO]