ჰაცუ ბაშო. XII ტური: რა გახდა ეს ტომოკაძე - გაგამარუმ დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ მარცხი იწვნია.

თეიმურაზ ჯუღელი ტომოკაძეს შეხვდა, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და სამწუხაროდ, ორივე წაგებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ტომოკაძე გაგამარუსთვის უხერხული მეტოქეა, რადგანაც მესამე ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით წააგო და ტურნირზე ბალანსი 7:5-ზე გაუხდა. ისე ჩანდა, თითქოს ჩვენებურს უნდა მოეგო, მაგრამ ბოლო მომენტში დოჰიოზე თავად დაეცა. ჯუღელს კაჩი-კოშამდე (დადებითი ბალანსი) 1 მოგება აშორებს. ტურნირის დასრულებამდე კი 3 დღე რჩება.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი
ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.

altჰაცუ ბაშო. XI დღე: გაგამარუმ პატარა სუმოისტი იპონზე დააგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი კაცი ჩანს ეს ტომოკაძე, ესეთთან წაგებაც შეიძლება. გაუწოდა დამხარების ხელი ჩვენებურს! მიდი გაგა მიდი გადადი 1 ლიგაში რა! მაინტერესებს იქ რას იზამ ძალიან! შენ მიდი და გაგვახარე და გლდანის შაურმა ჩემზეა რომ ჩამოხვალ 100 ლარიანი სუპერ სუპერ სუპერ სუპერ სუპერ დიდი.
asaqsdasa
15:08 24-01-2019
0

სიახლეები პოპულარული