დღეს, 15 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იაპონელ კომუსუბი მიტაკეუმს შეხვდა და უატენაგეს ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 4:2-ზე გახდა.
ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ენდო იქნება, ვისთანაც 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში დაიშომარუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ამ დროისთვის ქართველის ბალანსი ტურნირზე 2:4-ზეა.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ვაკამოტოჰარუ
იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:0-ზე აქვს.