ჰარუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინი დოჰიოზე მძიმედ დაეცა, გაგამარუმ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს ჰარუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მაეგაშირა ენდოს შეხვდა და იორიტაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 4:3-ზე გახდა.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა იჩინოჟო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 14:5-ზე აქვს, მაგრამ მიმდინარე ბაშოზე იჩინოჟოს შეხვედრა ჯერ არ წაუგია.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ვაკამოტოჰარუ შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ეს ჯუღელის მესამე გამარჯვებაა ბაშოზე. მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც პირადი
ბალანსი 9:11-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ მოუკლო ასე, რა პრობლემაა ?!- არადა 2-ჯერ მაინც რომ აიღოს იმპერატორის თასი - მაგრად გაგვახარებს ...
გლახუნა
15:02 16-03-2019
0
სუმოისნაირი უშნო სპორტი (ესეც თუ სპორტია?) არ არსებობს. სპორტში მეფეა ფეხბურთი! ლამაზი, ლაღი, გუნდური. ქომაგები+ფეხბურთი= სიხარულს! არავინ არ შემედავოთ, ტყვილად შეწუხდებით, მაინც არ შევიცვლი აზრს.ბაჩო
ბაჩო
20:16 16-03-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული