19 მარტს ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ოძეკ გოეიდოს შეხვდა, რომელიც მისთვის ნამდვილად უხერხული მეტოქეა. სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ და ქართველმა მხოლოდ 10-ჯერ იმარჯვა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი გოეიდოსთან უვატეჰინერის ილეთით დამარცხდა.
ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გახდა და მას დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად 2 მოგება სჭირდება.
გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ქართველს 8 მოგება და 10 მარცხი გააჩნია.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი
ჯურიო ლიგაში ამინიშიკის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჯუღელის ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გახდა.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს.