ჰარუ ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - შანსი გვქონდა, თუმცა ვერა... [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს ჰარუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდა. ტოჩინოშინსა და ჰაკუჰოს შორის აქამდე 27 შეხვედრა შედგა, სადაც ქართველმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.

ლევანმა ამჯერადაც წააგო. ჰაკუჰომ ჩვენებური დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი 6:6-ზე გახდა. ტურნირის დასრულებამდე კი სულ რაღაც 3 დღე დარჩა. თუ ტოჩინოშინმა 2 მოგება არ მოიპოვა, მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.


ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე არანაკლებ სერიოზული მეტოქე იკოძუნა კაკურიუ იქნება, ვისაც 25-ჯერ
შეხვდა და აქედან მხოლოდ 3-ჯერ მოუგო.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში ტაკაგენჯის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ჯუღელს ბალანსი 7:5-ზე გაუხდა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ტობიზარუ იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 0:3-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
-შანსი? ათასი მიზეზი შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ფაქტია საშუალო დონის რიკიშია(მაეგეშირა) დღევანდელი მდგომარეობით.
დ.ნ.
15:05 21-03-2019
4
რათქმაუნდა ლევანის მაგივრად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე მაინც არ მესმის 28-1, ჩემთვის წარმოუდგენელია
ილარიონი
14:05 21-03-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული