22 მარტს ჰარუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.
აღსანიშნავია, რომ სუმოისტებს შორის აქამდე ჩატარებულ 28 შეხვედრაში ქართველმა მხოლოდ 3-ში მოიგო.
სამწუხაროდ, ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 6:7-ზე გახდა და მას აუცილებლად სჭირდება დარჩენილი 2 ბრძოლის მოგება. სხვა შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.
მისი მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:10-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში
ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ჯუღელის მომდევნო მეტოქე არავაში იქნება.