ჰარუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
22 მარტს ჰარუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

აღსანიშნავია, რომ სუმოისტებს შორის აქამდე ჩატარებულ 28 შეხვედრაში ქართველმა მხოლოდ 3-ში მოიგო.

სამწუხაროდ, ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 6:7-ზე გახდა და მას აუცილებლად სჭირდება დარჩენილი 2 ბრძოლის მოგება. სხვა შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.

მისი მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:10-ზე აქვს.


რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში
ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ჯუღელის მომდევნო მეტოქე არავაში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წინა ბაშოზე არ უნდა ეჭიდავა
აზრი
16:00 22-03-2019
1
წარმატებები ბიჭებო... მეტი შემართებით
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული