ჰარუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი მიაწვა, მიაწვა და ტამავაში დოჰიოდან გაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: twitter.com/sumokyokai

23 მარტს ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთი დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:7-ზე გახდა და ხვალ 24 მარტს ბოლო საშეჯიბრო დღეს აუცილებლად სჭირდება მოგება, სხვა შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:5-ზე აქვს.


რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში
არავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების
შემდეგ გაგამარუს ბალანსი 8:6-ზე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუღელმა დადებითი ბალანსი გაიფორმა. ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჩიომარუ იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:6-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთიც ლევან ერთიც და სამშვიდობოს ვართ გასულები. ხვალ მთელი საქართველო შენთან ერთად ვიდგებით დოჰიოზე.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13:17 23-03-2019
0
ხვალ თუ წააგო ლევანმა ჩამოქვეითდება.იმ ტაკაკეიშომ ისეთი მიწოლა იცის,რომ არ ვიცი რაა.მაგას მარტო უნდა,რომ თავზე წაჰკიდოს ხელი და დამარცხდეს ტაკაკეიშო აი როგორც იჩინოჯომ დაამარცხა დღეს.თუ ქამარში ჩაჰკიდა ლევანმა ტაკაკეიშოს ვსოო რაა დაერხევა ტაკაკეიშოს მაგრამ რა უნდა გავაკეთოდ თუ მოიგო ხვალ ტაკაკეიშომ როგორც წინა ბაშოზე არ ვიცი რაა თუ დაამარცხა დაამარცხა თუ არა და არა.
დაჩი ნიკოლოზაშვილი
16:39 23-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული