ჰარუ ბაშო დასრულდა: ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს ჰარუ ბაშოს დასკვნითი, მე-15 საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა, მან ტიტული დაკარგა და სეკივაკედ ჩამოქვეითდა.

ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:8-ზე გახდა, მისმა მეტოქემ კი ოძეკის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაშ ჩიომარუს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. 

გაგამარუმ ბაშო 8:7-ზე ბალანსით დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ლევანმა ხელი თავში არ წაჰკიდა ტაკაკეიშოს და მაგიტომ დამარცხდა.თავიდანვე ისეთი შეუტია ტაკაკეიშომ,რომ ლევანი მართლა დამარცხდებოდა!
დაჩი
24 მარტი 2019 14:13
0
ეგ არაფერი, ლევან, წოდებები ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არი, რო შენ ჩვენი, ქართველების სიამაყე ხარ. მე მჯერა დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გაქვს!
giglia
24 მარტი 2019 14:09
1
ლევან ეგ არაფერი, შემდეგ ბაშოზე გახდები ოძეკი, უბრალოდ ცოტა მეტად არაპროგნოზირებადი გახდი რა ! მავაშში ხელის წავლება? იციან ეგ როა შენი ფავორი და მაგიტო აგებ უპირატესად! ნუ ტრავმებიც გიშლის ხელს, მოკლედ წარმატებები. გაგვახარე, მიაყოლე კაკურიუ , ჰაკუჰო და სხვები შემდეგ ბაშოზე იცოდეეე
ggg
24 მარტი 2019 13:29
0
გული არ გაიტეხო, ოქრო! შენთანა ვართ! დაიბრუნებ მალე ტიტულს.
zuka
24 მარტი 2019 13:21
0
სამწუხაროა ძალიან, ახლა ოძეკის ტიტულის დაბრუნებისათვის შემდეგ ბაშოზე 15 დან 10 ბრძოლა უნდა მოიგოს, რაც უკვე საკმაოდ ძნელი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ამას მოახერხებს.
გერა
24 მარტი 2019 13:13
0
-ბაშოც დასრულდა და ოძეკობაც გორგაძისთვის.
დ.ნ.
24 მარტი 2019 13:08
36
რაც შეგეძლო გააკეთე ლევან, გული არ გაიტეხო! შენ არ წაგიგია ეს ბაშო, ტრამვებმა წაგაგებინა. ყველაფერი არაა სპორტსმენზე დამოკიდებული სამწუხაროდ.მოირჩინე ტრამვა და წინ ახალი წარმატებებისკენ!
aleksandre
24 მარტი 2019 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული