ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მზადება დაიწყო - ქართველმა ფალავანმა ტაკაკეიშოს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს სტარტს აიღებს წლის რიგით მესამე სუპერტურნირი ნაცუ ბაშო, რომელიც 26 მაისამდე გაგრძელდება, მანამდე კი სუმოს საჩვენებელი ტური მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი ფალავანი ლევან გორგაძეც იღებს.

ტოჩინოშინმა საჩვენებელ ტურზე 11 ორთაბრძოლა გამართა, საიდანაც 10-ში გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ ტაკაკეიშოსაც სძლია, რომელთან ორთაბრძოლაშიც ოძეკობა დათმო, მისი მეტოქე კი აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა.

ტური 31 მარტს დაიწყო და ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 კვირით ადრე, 29 აპრილს დასრულდება, მეორე დღეს კი სუმოს ასოციაცია ახალ რეიტინგს გამოაქვეყნებს, სადაც ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგით იქნება წარმოდგენილი.

მარტის ბაშოზე
ქართველმა ფალავანმა უარყოფითი ბალანსი (7:8) აჩვენა და მაისში 15 ორთაბრძოლიდან 10-ის მოგება ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტულის დაბრუნება მოახერხოს.

alt"ეს 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა..." - როგორ ეხმაურებიან ტოჩინოშინის ოძეკის ტიტულის დაკარგვას იაპონურ მედიაში

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოძეკობასც დაიბრუნებ და იოკოძუნაც გახდები, ოქრო! მიდი, ყველაფერი გამოგივა!
zuka
10:42 06-04-2019
0
ვერ გავიგე ფეხზე ვერ დგასო ბაშოზე და ამ საჩვენებელ ცირკში რა ძალა ადგია რომ მონაწილეობს?! მერე ისევ იტყვიან მკურნალობა ვერ მოასწროო!
ლადო
13:23 06-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული