ნაცუ ბაშო. VI დღე: ურთულეს ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა იჩინოჯო დოჰიოდან გადაიყვანა - ექვსიდან ექვსი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

ლევან გორგაძის მეტოქე მისი რანგის რიკიში, სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია. მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბრძოლას დღის ბოლოს გამართავს.


ქართველ ფალავანს სულ რაღაც ოთხი მოგება დარჩა ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, თუმცა, თუ ასე ასპარეზობა გააგრძელა, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს
ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - 24 მარცხი და მხოლოდ 9 გამარჯვება.

ჯურიო დივიზიონში კი საკუთარი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ, რომელმაც იუტაკაიამა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.


ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მიტორიუ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყოჩაღ ბიჭებო!ძალიან მძიმე ბრძოლა გამოუვიდა ლევანს,მეტოქეს ძალიან დიდი წონის გამო,სუნთქვა აღარ ეყო და ბოლოს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია,თორემ ლევანსაც დაასკდა ფილტვები კინაღამ.ამ ბაშოზე ლევანი უფრო სხვანაირად იბრძვის,თუ ტრავმამდე მშიერი მგელივით ეძგერებოდა ხოლმე მეტოქეს და სისწრაფით და მავაშში პირველი ჩავლებით იგებდა ბრძოლებს,ახლა უფრო სხვანაირად,უფრო გამძლეობაზე და პოზიციის გაუმჯობესების ხარჯზე იმარჯვებს.ეს ალბათ აუცილებელი იყო,რადგან ასე ფეხსაც უფრო უფრთხილდება და მეტოქეებიც არ არიან ამისათვის მზად.ღმერთმა ქნას და ფეხმა გაუძლოს,ოძეკობას პრობლემა არ ექნება.დარწმუნებული ვარ,იმპერატორის თასისთვისაც იბრძოლებს.ლევანისაგან ეს წარმატებები არ მიკვირს,აი გაგამარუს წარმატება კი ძალიან მახარებს.მისი დანგრეული მუხლების პატრონი,ამ დონეზე გამოსვლას რომ აგრძელებს,საოცარია.
სოსო
17 მაისი 2019 22:45
1
ლევან გთხოვ კაკურიუ და მასეთებიც მიაყოლე
amber
17 მაისი 2019 17:56
0
Monahan infarqti novige nerviulobisgan.levan tu dzma xar danarcheni 8 swrafad moige)))
Misha
17 მაისი 2019 17:12
0
გაგმარუმ რა დატორა !!!:)
katuco
17 მაისი 2019 15:20
0
გაგამარუ ყოჩაღ ძალიან ძლიერი ხარ რა ჩაუტარე
giorgi
17 მაისი 2019 14:57
0
გილოცავ!!! ცოტაცა, ცოტაცა და 10 გახდება!!!
tngh
17 მაისი 2019 14:11
0
შეგვაყვარა ამ კაცმა სუმოს ყურება. ყოჩაღ და წარმატებებს! ბევრი გაგეხარებინოს ქართველობა შენი გამარჯვებებით!
nugo
17 მაისი 2019 14:10
0
Umagres pormashia odzekoba garantirebulia shemdegi samizne tasi
Qartveli
17 მაისი 2019 13:33
1
მაგარი ბიჭია!!! მაგარი!!!
17 მაისი 2019 13:02
0
გენაცვალე ლევან, ძალინა მაგარი შერკინება იყო!!!
წარმატებები ჩვენს გოლიათს!!!
ისე, თუ არაფერი აწუხებს, ძალიან მაგრად დგას ნებისმიერთან...
აჩი
17 მაისი 2019 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული