ნაცუ ბაშო. VI დღე: ურთულეს ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა იჩინოჯო დოჰიოდან გადაიყვანა - ექვსიდან ექვსი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

ლევან გორგაძის მეტოქე მისი რანგის რიკიში, სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია. მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბრძოლას დღის ბოლოს გამართავს.


ქართველ ფალავანს სულ რაღაც ოთხი მოგება დარჩა ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, თუმცა, თუ ასე ასპარეზობა გააგრძელა, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს
ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - 24 მარცხი და მხოლოდ 9 გამარჯვება.

ჯურიო დივიზიონში კი საკუთარი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ, რომელმაც იუტაკაიამა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.


ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მიტორიუ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
"დიდმა ბავშვმა" მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გასწია, მაგრამ ლევანმა შესანიშნავ სტილში მოუგო, ორჯერ დაუბლოკა საკმაოდ რთული შეტევები. ხვალ ღიპუცა კოტოშიოგიკუს ჯერია, ლევან ასე გააგრძელე!
გულშემატკივარი
17 მაისი 2019 12:59
0
გილოცავთ, ესეც 6! კიდევ რამდენი გვინდა? მინიმუმ 8!
ტრისტან დ' აკუნია
17 მაისი 2019 12:57
0
გენაცვალეთ რა! ძალიან რთული გამოდგა ეს დღე მაგრამ გამარჯვება დაგვრჩა! გილოცავთ! ლაივს ვუყურებდი ქუჩაში ყველა მიყურებდა რა ხდებაო:D ))
asaqsdasa
17 მაისი 2019 12:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული