ნაცუ ბაშო. VI დღე: ურთულეს ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა იჩინოჯო დოჰიოდან გადაიყვანა - ექვსიდან ექვსი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

ლევან გორგაძის მეტოქე მისი რანგის რიკიში, სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია. მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბრძოლას დღის ბოლოს გამართავს.


ქართველ ფალავანს სულ რაღაც ოთხი მოგება დარჩა ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, თუმცა, თუ ასე ასპარეზობა გააგრძელა, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს
ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - 24 მარცხი და მხოლოდ 9 გამარჯვება.

ჯურიო დივიზიონში კი საკუთარი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ, რომელმაც იუტაკაიამა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.


ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მიტორიუ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყოჩაღ ბიჭებო!ძალიან მძიმე ბრძოლა გამოუვიდა ლევანს,მეტოქეს ძალიან დიდი წონის გამო,სუნთქვა აღარ ეყო და ბოლოს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია,თორემ ლევანსაც დაასკდა ფილტვები კინაღამ.ამ ბაშოზე ლევანი უფრო სხვანაირად იბრძვის,თუ ტრავმამდე მშიერი მგელივით ეძგერებოდა ხოლმე მეტოქეს და სისწრაფით და მავაშში პირველი ჩავლებით იგებდა ბრძოლებს,ახლა უფრო სხვანაირად,უფრო გამძლეობაზე და პოზიციის გაუმჯობესების ხარჯზე იმარჯვებს.ეს ალბათ აუცილებელი იყო,რადგან ასე ფეხსაც უფრო უფრთხილდება და მეტოქეებიც არ არიან ამისათვის მზად.ღმერთმა ქნას და ფეხმა გაუძლოს,ოძეკობას პრობლემა არ ექნება.დარწმუნებული ვარ,იმპერატორის თასისთვისაც იბრძოლებს.ლევანისაგან ეს წარმატებები არ მიკვირს,აი გაგამარუს წარმატება კი ძალიან მახარებს.მისი დანგრეული მუხლების პატრონი,ამ დონეზე გამოსვლას რომ აგრძელებს,საოცარია.
სოსო
22:45 17-05-2019
1
ლევან გთხოვ კაკურიუ და მასეთებიც მიაყოლე
amber
17:56 17-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული