ნაცუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინი დაუძლეველი კლდეა, ლევანმა უხერხული მეტოქეც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (9:24), დღეს კი მის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.


ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მისი დაწევის შანსი იოკოძუნა კაკურიუს აქვს, რომელიც მოგვიანებით გამართავს საკუთარ ბრძოლას.

დღეს მეორე ქართველმაც გაიმარჯვა. გაგამარუმ, რომელიც კარგ ბაშოს ატარებს, ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა და ბალანსი 5:2-ზე აქვს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-2 მაეგაშირა ენდო იქნება, ხოლო გაგამარუ ჯიუროს
მე-2 ნომერ ტაკაგენჯის დაუპირისპირდება, რომელმაც ამ ბაშოზე ყველა ბრძოლა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მე ვფიქრობ, თუ რამე საუკეთესოა ქართულ ხასიათში, ლევანში საუკეთესოდ ვლინდება: პირველ რიგში კეთილშობილება, მოწინააღმდეგის მიმართ რაინდული დამოკიდებულება, მტკიცე ხასიათი, ნებისმიერ ფასად გამარჯვება კი არა, ღირსეული გამარჯვება. დაუკვირდით, ამდენი ორთაბრძოლიდან ერთში მაინც თუ ნახავთ მეტოქის მიმართ ბოგანოურ დამოკიდებულებას. ბრძოლაში შეუპოვრობა როგორ არის შერწყმული მოწინააღმდეგის პატივისცემასთან, ზრდილობა - პრინციპულობასთან, არანორმალური შინაგანი სიძლიერე - სულიერ ჯანმრთელობასთან, შემტევი სტილი - თავმდაბლობასთან. ვიცით, რომ სუმოს ფილოსოფია მოითხოვს კიდეც ამ მხარეების გამთლიანებას, მაგრამ ლევანის შემთხვევაში ეს არ არის ნასწავლი და ნაწვალები ცოდნა, ეს ყველაფერი მისი აღზრდიდან და ოჯახური კულტურიდან მოდის. აი, სწორედ ეს დაინახეს იაპონლებმა მასში და ამიტომ აღმერთებენ ამ კეთილ გოლიათს (ერთმა კომენტატორმა უწოდა ასე და უკეთესად ვერც იტყვი). ლევანი იმ ყველა ღირსების თავმოყრაა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ფასდაუდებელი ხიდი გადო ამ კაცმა 130 მილიონიან იაპონიასა და ჩვენს ობოლ ქვეყანას შორის. ეს ვერც მხოლოდ მისი ფიზიკური მონაცემებით და ვერც მისი ფიზიკური მომზადებით ვერ აიხსნება. იაპონლებმა ეს ყველაფერი კარგად იციან. ჰოდა, როცა ასეთი ელჩი გვყავს, განსხვავებულები კი არ უნდა ვსვათ, არამედ სწორედ სიბრიყვეებმა და სისულეეებმა, ჩვენში მდაბიურმა გამოვლინებებმა უნდა დაიხიონ უკან და გზა მისცენ შრომას, ღირსეულ ცხოვრებას და სინათლეს. ლევანის მიერ განვლილი და გასავლელი გზა სადღეგრძელოებით არ მიიღება, ეს რჩეულთა გზაა.
Spizweg
13:11 18-05-2019
2
დიდება ამ ქართველ კაცს! დიდება მის გამზრდელ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს, წინაპრებს! დიდება მის მასწავლებლებს! დიდება ჩვენ სამშობლო საქართველოს!
aburjga
13:12 18-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული