ჯურიო დივიზიონი დასრულებულია და ქართველმა გაგამარუმ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად მან კიოკუშუჰოს სძლია და ბალანსი 7:3-ზე აქვს.
გაგას ერთი გამარჯვება სჭირდება, რათა კაჩიკოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმოს.
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა კი 12:15 საათის შემდეგ გაიმართება. მისი მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.