21 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.
ჯურიო დივიზიონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა კიოკუშუჰო იორიკირით დაამარცხა და ბალანსი 7:3-ზე გაუხდა.
მას დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა კაჩიკოში გაიფორმოს, ის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას 2 სხვა რიკიშისთან ერთად ინაწილებს.
მაკუუჩი დივიზიონში კი საკუთარ ორთაბრძოლას ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმისთან 12:15 საათის შემდეგ გამართავს.
ქართველ ფალავანს მასთან გამართული 10 ორთაბრძოლიდან 7 მოგებული აქვს.