ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუ კირიბაიამასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ჯურიო დივიზიონში საკუთარი ორთაბრძოლა წააგო გაგამარუმ.

ქართველი ფალავანი, რომელიც ტურნირზე მე-7 ნომრითაა წარმოდგენილი, მე-11 ნომერ კირიბაიამასთან უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 7:4-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ტოჩინოშინი დოჰიოზე 12:15 საათის შემდეგ გამოვა. დღეს მისი მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელთანაც ქართველს სამიდან სამი შეხვედრა აქვს მოგებული.

ლევან გორგაძე მაკუუჩი დივიზიონს ორ სხვა რიკიშისთან ერთად ლიდერობს, მას 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს და თუ დღეს წარმატებულად გამოვა,
ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს, რომელიც გასულ ბაშოზე დაკარგა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული