დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.
ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.
ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.
ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.
კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.
ტელევიზორში 1 წუთში ერთხელ რომ რეკლამა გადიოდეს ვინმე გადართავს ამ არხზე?!
რამდენი წელია ერთგული მკითხველი ვარ, თუმცაა იძულებული ვარ პროტესტის ნიშნად საერთოდ აღარ შემოვიდე, გაუგებარია ჩვენს მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება.
ხომ შეიძლება სხვა ფორმით განათავსოთ რეკლამა, ცოტა უცნაურია თქვენი პოლიტიკა.
ძალიან ბევრ მკითხველს დაკარგავთ!